აქტუალური
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა - მხარეები რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბარი იქნება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე.

 როგორც ჩეხეთში გამგზავრების წინ აბაშიძემ განაცხადა, ქართული მხარე კარასინისგან ამ თემაზე ახალ წინადადებებს ელოდება.

 „იანვრიდან საკმაოდ გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ თუ არის რაიმე წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში დაიწყება ქართული კინოარქივის დაბრუნება საქართველოში.