პოლიტიკა
საქინფორმის კომენტარი: „პარტიები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, ბარიერს ვერასოდეს გადალახავენ“ – საყვარელიძე

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  „ფსიქოლოგმა“ რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „მათ ხელისუფლება უნდათ და სხვა ღირებულება არ გააჩნიათ. ამას ხომ მოსახლეობაც იმახსოვრებს, რომ ეს პარტიები, რომლებიც დღესნაციონალური მოძრაობისმხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ ხელისუფლებას მიუახლოვდნენ. ეს პარტიები რეიტინგული არასდროს იყვნენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 მისი თქმით, დღევანდელი ნაბიჯის გამო ეს პარტიები ბარიერს ვერასოდეს გადალახავენ.

 „ისინი ივანიშვილმა წამოსწია, გვერდით დაიყენა, ხელისუფლებაში გაიყვანა და ახლა ყველა უკან ბრუნდება. მეტ-ნაკლებად რაინდული ალასანიას გუნდის ნაბიჯი იყო, როცა თქვეს, რომ არ გამოუვიდათ და წავიდნენ. ამდენად, ამ გუნდს შემობრუნების პოტენციალი აქვს, მაგრამ რაზე უნდა ელაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს მიშას მხარეს იყვნენ, მეორე დღეს წინააღმდეგ და მესამე დღეს ისევ მიშას დაბრუნება უნდათ“, - განაცხადა ფსიქოლოგმა.

 „ოპოზიციურმა პარტიებმა ის შაბლონი აიღეს, რაც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს - აგინე ხელისუფლებას და ამით ხმებს მიიღებ. ამასობაში გამორჩათ, რომ მოსახლეობისთვისნაციონალური მოძრაობისძალადობა უფრო მიუღებელია, ვიდრე ხელისუფლება - მთელი თავისი შეცდომებით, რადგან იქ დანაშაულია, აქ კი - პოლიტიკური შეცდომები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 საქინფორმი: „ფსიქოლოგ“ რამაზ საყვარელიძეს სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი 5 წლის განმავლობაში „პოლიტოლოგი“ ერქვა და მეორე „პოლიტოლოგთან“ სოსო ცინცაძესთან ერთად (რომელსაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა სულელი უწოდა), „რუსთავი 2“–ის ტელეკრანებიდან არ ჩამოდიოდა და რეჟიმს აპიარებდა. მკითხველს უთოუდ ახსოვს, რომ ისინი ჭკვიანური სახით და უკანა თარიღით ამართლებდნენ სააკაშვილისა და მისი გუნდის ყველა ქმედებას, რის გამოც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა მათ „პროქტო–პოლიტოლოგები“ შეარქვა.

 თუმცა თავისი მმართველობის ბოლო წლებში სააკაშვილმა გაათავისუფლა საყვარელიძე და ცინცაძე პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდიდან და დაიქირავა უფრო ახალგაზრდა პროქტო–პოლიტოლოგებიბარნოვი და შარაშენიძე, რის შემდეგაც საყვარელიძემ და ცინცაძემ საკუთარ თავს ექსპერტები უწოდეს და თანდათან ნატოსა და მიშას ხელისუფლების „რწმენა შეიცვალეს“.

 დღეს, როცა „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა უკვე მავნე აღარ არის ჯანმრთელობისათვის, „რუსთავი 2“–ის ტელეეკრანებს შეჩვეულმა და კვლავ მზრუნველობის ქვეშ მყოფმა პროქტოპოლიტოლოგებმა ფრთხილად დაიწყეს (ეგება და მიშა მართლა დაბრუნდეს?!) სწორი, მაგრამ დიდი ხანია საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების შესახებ საუბარი, რის შესახებაც ზოგიერთი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი სიცოცხლისთვის სარისკოდ გაჰყვიროდნენ  9–წლიანი სისხლიანი დიქტატურის განმავლობაში – 2004–დან 2012 წლამდე.

 რაც შეეხება პოლიტიკური ძალების შეფასებას, „ნაცმოძრაობისკენ“ პირშებრუნებულსა და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ბიძინა ივანიშვილის მოძულეებს, რომლებსაც მან დაფინანსება შეუწყვიტა, ეს უკვე ნამდვილი ანეგდოტია: ბოლო წლებში არა მარტო საქინფორმი, არამედ მთელი საქართველო ლაპარაკობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ანტისახელმწიფოებრივი ძალების, „რესპუბლიკური პარტიით“ სათავეში, გარდუვალ ტანდემზე. მათ დიდი ხანია შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მათ გეგმებშია – ერთიანი კოალიციით გამოვიდნენ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.