საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურების ექსთანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა რეაგირება მოახდინა ინფორმაციაზე აშშ–ის მიერ „საიდუმლო ოპერაციის“ მზადების შესახებ ვითომდა „რუსული კიბერშეტევების“ პასუხად. „მგონია, რომ ჯო ბაიდენისთვის არავის აუხსნია, რას ნიშნავს „საიდუმლო ოპერაცია“, – დაწერა სნოუდენმა თვითერზე.
უწინ აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ NBC–თან ინტერვიუში დაანონსა პასუხი ჰაკერების თავდასხმაზე, რომელშიც ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს. მისი თქმით, „ეს საჭირო დროსა“ და „დიდი ეფექტით“ მოხდება. ამასთან, ტელეარხმა დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა ცე–რე–უს მზადების შესახებ უპრეცედენტო კიბერშეტევისთვის რუსეთზე. ტელეარხის მონაცემებით, აქცია მიმართული იქნება რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
პასუხად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო რეაქცია არ დაიგვიანებს.