საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აშშ-ს ოფიციალური უწყებები ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჯო ბაიდენს ახალი არაფერი უთქვამს. ჩვენ რა, არ ვიცოდით, რომ აშშ-ს ოფიციალური ორგანოები ყველას და ყველაფერს უთვალთვალებენ და უსმენენ?“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ამერიკის ასეთი ქმედებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და საიდუმლოს არ წარმოადგენს და ამის დამადასტურებელი ფაქტი უამრავია. რუსეთის ლიდერის თქმით, ამაზე იხარჯება მილიარდობით დოლარი. პუტინის განცხადებით, უთვალთვალებენ არა მხოლოდ მათ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, არამედ მოკავშირეებსაც, მათ შორის ყველაზე ახლო მოკავშირეებსაც.
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩენებსაც ეხმაურება და ირწმუნება, რომ შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიით არ ინტერესდება, რადგან არ იცის რას მოიმოქმედებს გამარჯვების შემდეგ კლინტონი ან ტრამპი.