აქტუალური
უცნობმა მამაკაცმა აფხაზეთის ტელევიზიის ტერიტორიაზე ბომბი ააფეთქა – ტასი

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. სოხუმში სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა  თავი აიფეთქა, – იტყობინება სოხუმში „ტასი“–ის კორესპონდენტი ანჟელა კუჩუბერია.

 “ტელევიზიის ტერიტორიაზე ადამიანი აფეთქდა. აშკარად ჩანდა, რომ მას ჰქონდა ბომბი დამაზიანებელი ელემენტებით. სავარაუდოდ, ის მარტო არ ყოფილა. ტარდება ოპერატიული სამუშაოები”, - განაცხადა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინსტრმა ასლან კობახიამ.

 აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მუჰამედ კილბის თქმით, „წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება განადგურების სიმძლავრით 150–200 გ ტროტილის ექვივალენტია“.

 დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

 აფხაზეთის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის აიდა ბაზბას განცხადებით, მამაკაცი „აფეთქდა ტელევიზიის ტერიტორიაზე გვერდით შესასვლელში ძელსკამზე ჯდომისას“. „დაცვამ ეს კარი დილის 7 საათზე გააღო, აფეთქება კი დაახლოებით 07:10 საათზე მოხდა (თბილისის დროით დაახლოებით დილის 08:10 საათზე– საქინფორმი) “, – განაცხადა მან.