აქტუალური
შსს-მ საგამოძიებო მოქმედებების დროს დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა.

 სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:

 დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა და სხვა.

 პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, .. დააკავა, ხოლო ..-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.