უცხოეთი
პუტინმა და ერდოღანმა თურქეთში რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობა განიხილეს

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ოფიციალური მოსკოვი და ანკარა რუსეთის მიერ თურქეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით მომარაგების საკითხს განიხილავენ.

 განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა ერევანში გააკეთა.

 დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ თემაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა რამდენიმე დღის წინ, პუტინის სტამბოლში ვიზიტის დროს, ისაუბრეს.

 კრემლის პრეს-სპიკერის თქმითვე, თურქული მხარის სურვილის შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, საკითხი უფრო დეტალურად განიხილოს.