სამართალი
გიორგი მღებრიშვილი - პოლიციელზე ხელის აღმართვა დღემდე არავისთვის მიპატიებია და არც ამის შემდეგ ვაპირებ

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი.  მარნეულში დაკავებული პირები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას.

 "დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 "ზეწოლას დაკავებულებზე ადგილი არ ჰქონია.  ეს არის ყველაფერი სიცრუე. ალბათ, გაგიგიათ - თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.