აქტუალური
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისიდან შინდისის მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება შემდეგი მარშრუტით არის შესაძლებელი:

 კრწანისის მოედნიდან ბეჟან კალანდაძის, მანანა მელქაძისა და თორთლაძის ქუჩების გავლით, ვუკავშირდებით ახალ 5–კილომეტრიან გზას, რომელიც შინდისში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას უერთდება. ახალი მაგისტრალი საცობებისგან განტვირთავს სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს და დედაქალაქის უძველეს უბანს შემოერთებულ ტერიტორიებთან დააკავშირებს.

 ამასთან ერთად, დაგეგმილია ისტორიული სოფლის რეაბილიტაცია - ასურეთში შიდა გზების, კანალიზაციის სისტემისა და გერმანული სახლების რეაბილიტაცია განხორციელდება.

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ასურეთში ორ ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამას გარდა, ავთენტურობის შენარჩუნებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციაც იგეგმება.