უცხოეთი
სააკაშვილმა თავისი უშუალო უფროსისგან საყვედური მიიღო

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ოდესაში გამართული შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციაში ამხილა. დაპირისპირება ოდესა-რენის ახალ გარემონტებული მაგისტრალის გახსნის დროს დაიწყო.

 პოროშენკომ უკმაყოფილება გამოთქვა ავტომაგისტრალის ინფრასტრუქტურისა და ბეტონის საფარის ხარისხის გამო და მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

 პეტრო პოროშენკო: “შენ ამას ეძახი გზის ხარისხიან რეაბილიტაციას? რა არის ეს საერთოდ? რატომაა რომ სხვა ოლქების საბაჟოები ასობით მილიონ გრივნას თავად გამოიმუშავებენ გზების გასაკეთებელად თვქენ კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულს ითხოვთ. რა ხდება თქვენთან ოდესის პორტებში? ამაზე დაიხარჯა ამდენი მილიონი? ამ გზებზე? რატომ გადაინაცვლა შენმა ოლქმა ეკონომიკური აქტივობით უკანასკნელ პოზიციაზე? სადაა მილიარდიანი ინვესტიეციები რომელსაც შემპირდი? ესაა თვენს მიერ ჩამოყვანილი “რეფორმატორების” გუნდის შედეგი? რა გააკეთეს მათ, სად არის შედეგები? საქართველოში არჩევნებში ერევი, ნიუ იორკის სამიტებზე დადიხარ და ჩაბარებულ რეგიონს ყურადღებას არ აქცევ”.

 პოროშენკოს მკაცრ საყვედურზე მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერი უპასუხა.