რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნაციონალებმა აღიარეს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსეთი უნდა და არა ნატო

  ნაციონალებმა საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა გამოაცხადეს „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ სახით არჩევნებზე პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს და ამიერიდან „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პროდასავლური ძალაა საქართველოში.

 ამით მათ უნებლიეთ აღიარეს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს და არა ნატოში გაწევრიანება. ეს სურვილი აქვს, მინიმუმ, 944 630 საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს: 856 529 „ქართული ოცნების“ + 88 109 „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველს, ანუ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 53,68%, საიდანაც 48,67%-მა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, 5,01%-მა კი -  „პატრიოტთა ალიანსს“.

 სამაგიეროდ, დღეს უკვე ყველამ, და არა მარტო ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ, ზუსტად ვიცით,  რამდენი მძიმე ავადმყოფია საქართველოში, ვისაც საყოველთაო დაზღვევა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. დღეს საქართველოში 477 143 ავადმყოფია, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 27,11%, ვინც „ნაცმოძრაობას“, ანუ სააკაშვილს, მკვლელობებს, წამებებს, რეკეტს, გარყვნილებასა და ტერიტორიების დაკარგვას მისცა ხმა.

 „ამიერიდან ახლადარჩეული პარლამენტის ტრიბუნიდან რუსული ნარატივი იზანზარებს!“ - აცხადებენ ეს „ფსიხბალნიცის“, ხშირად კი  „რესბალნიცის“ პოტენციური პაციენტები. მათ მხარს უბამს პოლიტიკური მორგის ზომბების გუნდი - ლეიბორისტული პარტია და რესპუბლიკური პარტია, ბანს კი მსოფლიო ბანის პარტია აძლევს, რომელმაც თავისი უკანასკნელი პარტია ოდესაში შეასრულა.

 ზომბების გუნდს ალასანიას პოლიტმდივანი მოჰყვა: „საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნაო!“ გამოაცხადა (ალასანიას პარტიის დაშლის შედეგად ის უმუშევარი არ დარჩენილა - უკვე დაპატიჟებულია მუსკომედიაში „ბაბაიაგას“ როლზე, თანაც - გრიის გარეშე...).

 და, რა თქმა უნდა, თავისი ხმა ავლაბრის სასახლის მობინადრეებმაც შეაშველეს: „სატირალია და სამწუხარო, რომ ახალი პარლამენტი არ იქნება მრავალპარტიული, რადგანაც პროდასავლური პარტიები შესუსტდნენ და დაიშალნენ!“ -  ოფიციალურად აცხადებს „კარალევა მარგო“ მისი ჩა-ფიქრ-ებული ფრეილინებით...

 „კი, მაგრამ, რანაირად არის „ქართული ოცნება“ პრორუსული, თუ თითქმის ყველა პრორუსული პარტია არჩევნებამდე რეგისტრაციიდან მოიხსნა, დარჩენილებმა კი არჩევნებში სასტიკად წააგეს? მათ შორის,- უბლოკო ბურჯანაშვილიც, რომელმაც ივანიშვილი ფალსიფიკაციაში, უზურპაციასა და თურქმენიზაციაში დაადანაშაულა?! როგორ შეიძლება, ამერიკა, ევრკავშირი და ნატო სამართლიანად აღიარებდეს და იცავდეს არჩევნებს, რომელშიც, ვითომ, პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს?!“ - სამართლიანად უკვირს  ქართველ ხალხს და ამიტომ ამომრჩეველთა უმრავლესობა მეორე ტურზე  წავა და ხმას ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცემს.

 აი, მეგობრებო, კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი, როცა უტვინო პოლიტტიკინების სიცრუეზე აგებული პიარი მათივე საწინააღმდეგო „შავ“ პიარად მობრუნდა!

 ამ ბალაგანის მაყურებელი აშშ-ის ელჩი საქართველოში  არა მარტო ნიჭიერი დიპლომატი, არამედ კალმის ნამდვილი დიდოსტატი  აღმოჩნდა. გასულ ოთხშაბათს აშშ-ის საელჩოს გვერდზე Twiterr-ში იან კელიმ მოკრძალებული მესიჯი გაავრცელა, რომლითაც ნაციონალებს პიარში ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა:

 „მივესალმები წუხანდელ გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობი მიღების შესახებქვეყნებს სჭირდებათ პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი წარმატებისა და განვითარებისთვისაშშ მზად არის დასახმარებლად“, - ნათქვამია აშშ-ის ელჩის ლაკონურ პოსტში.

 ამ სამ წინადადებაში იან კელიმ წარმოადგინა არა მარტო აშშ–ის დამოკიდებულება შემდგარი საპარლამენტო არჩევნების მიმართ, არამედ აშშ-ს ხედვა საქართველოსთან მიმართებაში უახლოეს პერსპექტივაში. აი, რას ნიშნავდა სინამდვილეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს დირექტივა:

 1. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა დარჩეს უახლოესი 4 წლის განმავლობაში ერთადერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად საქართველოს დე-ფაქტო ორპარტიულ პარლამენტში და არ დაიშალოს, როგორც ალასანიას და ბურჭულაძის პარტიები. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა, რაც ქვეყანაშიპოლიტიკური პლურალიზმის“ მაჩვენებელი არ იქნება, რომელიც „ქვეყანას სჭირდება წარმატებისა და განვითარებისთვის“.

 2. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა დაუბრკოლებლად უნდა განაგრძოს თავისი საქმიანობა არჩევნების შემდგომაც, თანაც, ამჟამინდელი მენეჯმენტის და შეუცვლელი სარედაქციო პოლიტიკის პირობებში, ეს იქნებამედიაპლურალიზმის“ მაჩვენებელი, რომელიც „ქვეყანას სჭირდება წარმატებისა და განვითარებისთვის“.

 3. პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად უნდა გათავისუფლდეს მისი  ყოფილი ლიდერისა და დამფუძნებელის – შეშლილი სააკაშვილის კონტროლისგან, რომელსაც აშშ–მა დიდი ხანია „ჯვარი დაუსვა“. და თუ ოდესის გუბერნატორი გაბრაზდება და ოდესიდან ფულის გამოგზავნას შეწყვეტს, აშშ მზად არის პარტიას დაეხმაროს“ ფინანსურად.

„საქინფომის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 17 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი