საზოგადოება
ყიზილაჯლოს ინციდენტის მონაწილეებისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. პროკურატურა სასამართლოს კანონით განსაზღვრული 48 საათის განმავლობაში მიმართავს.

 შსს-მ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  6 პირი  -  ..,  ..,  .., .., .. და .. დააკავა.

 აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.