პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „სააკაშვილი ატყუებდა თავის აქტივისტებს, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ „ნაცმოძრაობა“ დამარცხებისთვის იყო განწირული!“

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 „მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყონაცმოძრაობაგანწირული, მაგრამ არასწორ მოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს, ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებსნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პარტია არის სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე, რაც, პრინციპში, ლოგიკური შედეგია იმ პროცესებისა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში განვითარდა”, - აღნიშნა კობახიძემ.