აქტუალური
აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩები: „საქართველოში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა“

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ–ის ელჩთან საქართველოში იან კელისთან და ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან. იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით  ჩატარება მოულოცეს. ამერიკის ელჩის განცხადებით, 2016 წლის  არჩევნებმა  დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. 

 შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს,  რომელთა თანახმად,  საქართველოში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების სრული მზაობა, უზრუნველყოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.