უცხოეთი
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის ოდესის ოლქში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ოლქის 17 რაიონის 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლებისა და საჯარო დაწესებულებების დახურვის რეკომენდაცია გასცა. საოლქო ადმინისტრაციასთან საგანგებო სიტუაციების შტაბია შექმნილი.