საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, "თამარის" დასახლებიდან ბულვარის ბოლომდე საზოგადოებრივი ველოსისტემა მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს ველოსიპედის დაქირავება და გასეირნება შეეძლება.
საზოგადოებრივი ველოსისტემა სამომავლოდ ქობულეთის ბოლომდეც გაგრძელდება. ტრასას პირველი ეტაპისთვის 300-მდე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ველოსიპედი მოემსახურება. ველოსისტემებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.