აქტუალური
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან“ - ჯეიმს აპატურაი

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. იგი ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარებას და წერს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კენჭისყრა იყო კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება.

 ჯეიმს აპატურაი მწუხარებას გამოთქვამს ძალადობის შემთხვევების გამო და იმედოვნებს, რომ საჩივრებს კომპეტენტური ორგანოები სათანადოდ შეაფასებენ.

 "მოუთმენლად ველი თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ნატო-საქართველოს ურთიერთობის უფრო მეტად გასაღრმავებლად", - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადებაში.