უცხოეთი
კენეტ იალოვიცი: საქართველოში მესიების დრო დასრულდა

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ვაშინგტონში, ჰერითეიჯის ფონდში გაიმართა პანელი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ბიძნა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა.

 „საქართველოში მესიების დრო დამთავრდა და უმჯობესი იქნება, რომ ორივე ფიგურის გავლენა გაქრეს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აშშ–ის მეტ მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა იალოვიცმა.