აქტუალური
იანოშ ჰერმანი მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

 შეხვედრისას მხარეებმა 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ ისაუბრეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი უერთდება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომელთა თანახმად, საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

 მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.