აქტუალური
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა“

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მოსახლეობას არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარებას ულოცავს. შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 „საერთაშორისო დამკვირვებლების - მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო-ს) და ევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებული უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტები. ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს.  მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისა და მთავრობის ფორმირების შემდგომ ჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან", - ნათქვამია შტაინმაიერის განცხადებაში.