აქტუალური
აშშ-ის საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ზოგადად ძირითადი  თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს. 

 "აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებშიმტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და  დაბალანსებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში. 

 "მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს, წყნარი და მშვიდობიანი გზით გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა  და განმეორებით კენჭისყრას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.