საზოგადოება
ირაკლი კობახიძე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან ალასანიასა და პეტრიაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილებებს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება.

 „სამწუხაროა, რომ რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში, რის გამოც საბოლოოდ გაუჭირდა ბარიერის გადალახვა. არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ სიმპათიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, თუმცა, ვისთან,  როგორ და ა.შ., ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.