საზოგადოება
ქვემო ქართლში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გარდაბნის 31-ე ოლქში 35 უბნიდან 34-ის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სავალან მირზოევმა 49,84% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა რამინ ბაირამოვმა - 32,55%.

 ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქის 58 უბნიდან დათვლილი 52-ის მიხედვით, “ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგი მეშველიანი 51,84%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სამირა ისმაილოვა - 40,67%.

 დმანისის 34-ე ოლქში 99-დან 89 უბანია დათვლილი. შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახაბერ ოქრიაშვილმა 65,74% მიიღო, ხოლო ბაკურ მგელაძემ  „ნაციონალური მოძრაობიდან“ - 22,69%.

 თეთრიწყაროს 32-ე მაჟორიტარული ოლქი -  61 უბნიდან დათვლილია 59.  შედეგები ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნება“ გოდერძი ჩანქსელიანი -54,07%, „ნაციონალური მოძრაობა“ ნუგზარ წიკლაური - 27,64% და “დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი“ მამუკა არეშიძე - 10,18%.