აქტუალური
კახეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სიღნაღის 25-ე მაჟორიტარულ ოლქში 58 უბნიდან დათვლილი 47 უბნის მიხედვით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა - 53,93%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა - 28,09%, ხოლო „თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა ანა ალავერდაშვილმა  5,17% მიიღო.

 ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, კახეთის დანარჩენ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

 შედეგები ასე გადანაწილდა: საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარული ოლქი - 50 უბნიდან დათვლილი 46-ის მიხედვით, „ქართული ოცნება“ რომან მუჩიაშვილი - 46,39%, “ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჭიაბერაშვილი - 25,14%.

 გურჯაანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში 51 უბნიდან დათვლილი 48 უბნის მიხედვით - „ქართული ოცნება“ დავით სონღულაშვილი - 44,18%, „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ღვინიაშვილი - 32,19%.

 ლაგოდეხის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში, 53 უბნიდან დათვლილი 50 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა - 37,5%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გურამ კიკალიშვილმა 24,72% მიიღო.

 თელავის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, 47 უბნიდან დათვლილი 35 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა - 41,77%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 35,27% მიიღო.

 ახმეტის 28-ე მაჟორიტარულ ოლქში 50 უბნიდან დათვლილი 34 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა - 45,85%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა 35,1% მიიღო.