აქტუალური
სამეგრელოში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სამეგრელოში, სენაკის 63-ე ოლქში 47 უბნიდან 14 უბნის დათვლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ბერაია 47,5% -ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კობა ნაყოფიას 30,97% აქვს, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატს გურამ მისაბიშვილს 12,8%.

 მარტვილში 62-ე ოლქში 59 უბნიდან დათვლილი 44 უბნის მონაცემებით - „ქართული ოცნება“ - ოთარ დანელია 50,14%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაალ გოროზია 33,47%.

 ზუგდიდის 65-ე ოლქი, 43 უბნიდან დათვლილი 8 უბანი - “ქართული ოცნება“ მერაბ ქვარია - 38,88%, „ნაციონალური მოძრაობა“ ლევან კონჯარია 32,26%, „თავისუფალი დემოკრატები“ - ირაკლი ჩიქოვანი 14,5%.

 ზუგდიდის 66-ე ოლქი, 49 უბნიდან დათვლილია 12 - „ქართული ოცნება“ ედიშერ თოლორაია - 48,51%; “ნაციონალური მოძრაობა“ სანდრა ელისაბედ რულოვსი - 44,51%.

 წალენჯიხის 67-ე ოლქი, 55 უბნიდან დათვლილია 50 უბანი - „ქართული ოცნება“ გოგა გულორდავა - 43,55%, „ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ქარდავა - 32,77%.

 ხობის 64-ე ოლქი,  47 უბნიდან დათვლილია 29 უბანი - „ქართული ოცნება “ ირაკლი ბერაია - 39,38%, “ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ჭოხონელიძე - 29,42%,

 “პაატა ბურჭულაძე - სახელწიფო ხალხისთვის“ კახაბერ ნადარაია - 12,6%,

 “დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი“ ბესიკ ლაგვილავა -13,52%.

 ფოთის 61-ე ოლქი -  43 უბნიდან დათვლილია 34 - “ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბია - 47,84%, „ნაციონალური მოძრაობა“ ბექა ბასილაია - 26,72,  “ეროვნული ფორუმი“ ოთარ ხარჩილავა -11,14%.