უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საფრანგეთის რეზოლუცია სირიის საკითხზე პოლიტიზებულ ხასიათს ატარებდა

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი გადახედავს გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ავალდებულებს უზრუნველყოს მშვიდობა სირიაში.

 ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 რეზოლუციის ავტორები ესპანეთი და საფრანგეთი არიან. ამ საკითხზე სატელეფონო საუბარიც შედგა სერგეი ლავროვსა და სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის.

 პარალელურად რუსეთის თავდაცვის უწყება შეერთებულ შტატებს მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდოს ავიაიერიშების შედეგებს სირიაში, რადგან საჰაერო დარტყმები სირიის ტერიტორიაზე მყოფ რუს სამხედროებსაც უქმნის საფრთხეს.