საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში რესპუბლიკელების ნაწილი დონალდ ტრამპს გაემიჯნა. ამის მიზეზი პრეზიდენტობის კანდიდატის გარშემო აგორებული მორიგი ხმაურიანი სკანდალია. ამჯერად, საქმე ეხება "ვაშინგტონ პოსტის" მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ნიუ-იორკერი მილიარდერი სექსისტურ და ცინიკურ განცხადებებს აკეთებს.
11 წლის წინ ჩაწერილი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ტრამპის მხარდაჭერაზე საერთო ჯამში 12 გავლენიანმა რესპუბლიკელმა განაცხადა, მათ შორის არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და ყოფილი სახელმიწფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
“ტრამპის განაცხადებებიდან გამომდინარე მისი კანდიდატურის მხარდაჭერა შეუძლებალია. საკმარისია. ტრამპი არ უნდა იყოს პრეზიდენტი,” - ნათქვამია კონდოლიზა რაისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც თავად ტრამპი "ტვიტერში" წერს, რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ მან კანდიდატურა საერთოდ მოსხნას, თუმცა მილიარდერი ამბობს რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს.
2005 წელს სატალევიზიო შოუში სტუმრობისას ჩაწერილ ვიდეოში დონალდ ტრამპი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, როდესაც შენ ვარსკვლავი ხარ, შეგიძლია ქალებს ისე მოექცე, როგორც ეს შენ გსურს. აღნიშნული რეპლიკის გამო ტრამპმა ბოდიში მოიხდა.
აღსანიშნავია, რომ სკანდალური ვიდეო “ვაშინგტონ პოსტმა” მას შემდეგ გაავრცელა რაც "ვიკილიქსმა" ჰილარი კლინტონის ელექტორნული წერილბი გაასაჯაროვა.