აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მოსახლეობას დღეს ჰყავს გენიალური ლიდერი, გიორგი კვირიკაშვილი

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. “ქართულმა ოცნებამ” მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა  ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.  მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც “ქართული ოცნება” პოლიტიკაში მოვიდა.

 “ძალიან დიდი მალდობა. მოგილოცავთ. მართლაც შთაბმბეჭდავი გამარჯვება მოიპოვაქართულმა ოცნებამ”. რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გამარჯვება ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. ხუთი წლის წინ დავიწყეთ ჩვენ და გავიხსენოთ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, მოკლედ შეგახსნებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენს ხალხთან ერთად. დღეს საქრთველო დემოკრატიული ღირებლებებით, ადამიანის უფლებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია.  ჩვენი პრობლემა -  ეკონომიკა, გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისთვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 ბიძინა ივანიშვილის თქმით,  საქართველოს მოსახლეობას დღეს ჰყავს გენიალური ლიდერი -  გიორგი კვირიკაშვილი.

 “საქართველოს დღეს, ნაცვლად იმ გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყვას ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილი, ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება, თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, თქვენ გყავთ გენიალური ლიდერი, კაცი, რომელიც არა თუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

 მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” მხარადჭერისთვის და განაცხადა, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა.

 “მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ მინდა მოვეფერო და მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი ამ არჩევნებში.  ისინი არ შემცდარან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არაფერი წაგიგიათ და არ შემცდარხართ, თქვენ ნამდვილად  ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგყვათ. ეს არის თქვენი არჩევანი. დღეს თქვენ გააკეთეთ ღირსეული არჩევანი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს და ვუსრუვო წარმატებები. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობი და გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.