პოლიტიკა
ცესკო-ს მონაცემებით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,81% -ს შეადგენს

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,81% შეადგენს რაც 695 948 ამომრჩეველია.

 ორგანიზაციის ინფორმაციით,  არჩევნები უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  

 ცესკო-ს ცნობით, სხვადასხვა უბნებზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

 ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი.