სამართალი
სომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარე ავაგ არუთუნიანი ქართული მხარის ბრალდებებს "აბსურდულს" უწოდებს და აცხადებს, რომ მათი გაგრძელების შემთხვევაში საჩივარსაც კი შეიტანს სასამართლოში.
არუთუნიანმა განაცხადა:
"საფერავი" ყურძნის ჯიშია, სადღეისოდ კი არავითარი საერთაშორისო დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ყურძნის ამა თუ იმ ჯიშს რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებს. ხომ არ მოითხოვენ, მაგალითად, ფრანგები, რომ შარდონე მათ გარდა არავინ აწარმოოს მხოლოდ იმიტომ, რომ შარდონე თეთრი ყურძნის ფრანგული ჯიშია?!"
"თუ ქართული მხარე მომავალშიც გააგრძელებს თავისი აბსურდული თეორიების წამოყენებას, ჩვენ ძალიან იოლად, სასამართლო გარჩევის გზით, შევძლებთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას," - აღნიშნა არუთინიანმა.