„თქვენ ჟვანიას უღალატეთ, თქვენს მამა-მარჩენალს, და ჟვანიას მკვლელ სააკაშვილს რომ უღალატოთ, არაფერი დაშავდება!“ - „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს მიმართავს
ხვალ იყო არჩევნები...
დასავლეთის ზეწოლის გამო ხელფეხშეკრული ხელისუფლება 4 წელი დამნაშავეებთან კოჰაბიტაციას თამაშობდა და ამ თამაშის დემოკრატიად გასაღებას ცდილობდა, რითაც დღეს საქართველოც და საკუთარი თავიც საფრთხეში ჩააგდო. ამიტომ ისევ ომის გადახდა გვიწევს ერთხელ უკვე მოგებული „დიდგორის ველის“ დასაბრუნებლად!
ძალიან, ძალიან ეშინია დასავლეთს ქართველების. ამიტომ არ გვენდობიან და თავის ოჯახში არ გვიღებენ - ჩვენ მათთვის უცხო მთიელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით, ქართველის მენტალობა მათთვის მუდამ გაუგებარ ფენომენად დარჩება და ამიტომ ის მიუღებელი და ამაზრზენიც კია, როგორც ყველაფერი გამოუცნობი და დასავლურ სტანდარტებს შეუფერებელი...
„უკან არ გაიხედოთო!“ - ამ მესიჯის ჩამოსატანად გასულ კვირას საქართველოში რომის პაპიც ჩამოვიდა, ამ მესიჯს 4 წელი ბიძინა ივანიშვილს უკიჟინებდნენ - უკან არ გაიხედოთო, დამნაშავეები არ დასაჯოთ, რაც იყო - იყო, აპატიეთ ყველას, ეს უფრო ქრისტიანული და დემოკრატიულიაო! ჩაეხუტეთ ერთმანეთს და მარტო წინ იარეთო! აირჩიეთ ორპარტიული პარლამენტი, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს შეენაცვლებიან, შექმენით მათი წარმომადგენლებისაგან კოალიციური მთავრობა, რომელიც კოლექტიურ პასუხისმგებლობას აიღებს და - იცხოვრეთ ბედნიერადო! მთავარია - ყველანი ჩვენიანები იყავითო - პარლამენტშიც, ოპოზიციაშიც, მთავრობაშიც და ქუჩაშიც. მთავარია, მუდამ დასავლეთისკენ მიესწრაფებოდეთ და არ გავიწყდებოდეთ აქსიომა - რომ რუსეთი საქართველოს მტერი და ოკუპანტიაო!
ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველო ამერიკა არ არის, აქ ორპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა ვერ იმუშავებენ. ისედაც დაბნეული ქართველი ხალხის წინაშე ვიღაც ერთმა უნდა აგოს პასუხი...
ხვალ იყო არჩევნები...
აკო და ჩიორა გადატრიალებას გვიმზადებენო... გადატრიალება არ გამოუვათ, მაგრამ დაპირისპირება უკვე სახეზეა. ქვეყანა კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ვერ გადაიტანს - დაიშლება, და შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ოთხივე მეზობლის - აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და თურქეთის - ჯარები შემოვლენ, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მილსადენების, გზების, ორი რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო პორტების დასაცავად, ზოგიერთი კი - მიწების წასართმევადაც...
ამ ბოლო დღეებში „ნაცმოძრაობა“ ბევრმა პატიოსანმა ადამიანმა დატოვა, ვინც საქართველოს ინტერესები სააკაშვილის და „ცეერუს“ მიერ მის ცოლად დანიშნული სანდრას კარიერას არ გადააყოლა! გასულ კვირას ამერიკაში გამოძახებული სააკაშვილი სასტიკად გაუფრთხილებიათ - ბოლო შანსი გაქვს, ან დაგვიმტკიცებ, რომ "ფერადი რევოლუციების" მოწყობა ჯერ კიდევ გეხერხება და ხელისუფლებაში დაბრუნდები, ან კიდევ - კარგად იყავიო! და როგორ ამთავრებენ ყოფილი, კვალიფიკაციადაკარგული აგენტები, კინოში მაინც ხომ გაქვთ ნანახი?! ამიტომ ლაჩარ სააკაშვილს დღეს სხვა გზა არ დარჩენია, კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა „გმირად“ იქცევა და უკან არ დაიხევს - ბოლომდე წავა, ქართველების, მათ შორის - მისი დღევანდელი თანაპარტიელების ხოცვა-ჟლეტით! მათ შორის, ავტომანქანებში აფეთქებებით დედაქალაქის ცენტრში, რომ მერე ხელისუფლება კრიმინალურ განუკითხაობაში დააბრალოს...
მივმართავ „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლებს - ვის ხელებზეც სისხლი არ არის, ვინც ბოლო წუთებში გონს მოეგება და სააკაშვილის დამნაშავე ოჯახს- მიშას და სანდრას, თემურს, გიულის და გიულენს - დაემშვიდობება:
თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მზად ვარ, ხელისუფლების და სასამართლოს წინაშე გარანტად დაგიდგეთ! თქვენ საკმარისად მიცნობთ, იყო დრო, „მოქალაქეთა კავშირში“ ერთად გვიმუშავია კიდევაც. ამიტომ, მიუხედავად ჩვენი გაყოფილი გზებისა, ცუდისთვის არ მემეტებით. ბოლოს და ბოლოს, ზურას უღალატეთ, თქვენს მასწავლებელსა და მამა-მარჩენალს, ვინც პოლიტიკაში მოგიყვანათ და პარლამენტში დაგასაქმათ! და ჟვანიას მკვლელი სააკაშვილის „ღალატი“ ასეთი ძნელი რატომ გახდა?! ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სააკაშვილიც ჟვანიას გამოზრდილია?! გინდათ, გაგახსენოთ - კონკრეტულად ვინ და როგორ დასცინოდით მაშინ სულელ მიშას?!
მაგრამ სააკაშვილის გარდა, არის თქვენ შორის რიჟა ტიპი, რომლის პატიება არ შეიძლება და ის აუცილებლად უმკაცრესად დაისჯება - საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სააკაშვილის ყველა საშინელი დანაშაულის - ფაშისტებს თავშიც რომ არ მოსვლიათ, ისეთისაც! – “გამპრავებელი” და „შემფუთველი“ გიორგი ტუღუში! ტუღუში, რომელსაც დასავლეთი და საქართველოს ბიუჯეტი ფანტასტიკურ გასამრჯელოს უხდიდა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად...
სწორედ ომბუდსმენ ტუღუშის ანგარიშებმა სისხლში მოცურავე მკვლელი მიშა ამერიკის თვალში „დემოკრატიის შუქურა“ გახადეს!
ამის გარდა, ტუღუში საქართველოში დასავლეთის საიდუმლო გლობალისტური ინსტიტუტებისა და ლგბტ-ორგანიზაციების მიერ არის მოვლინებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ინცესტის, მშობელი №1 და მშობელი №2 სტანდარტის დასამკვიდრებლად, მართლმადიდებლობის და ქართული მენტალიტეტის მოსასპობად! ის რამდენიმე დასავლური სპეცსამსახურის აგენტია, ხშირად ჩადის მათ შტაბბინებში ევროპასა და აშშ-ში და თვით სააკაშვილსაც არ ექვემდებარება. მერაბიშვილის, ახალაიების, უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილის - ყველასი, ვინც ციხეშია ან იძებნება - ერთად შეკრებილი ბრალი ბევრად ნაკლებია, ვიდრე გიორგი ტუღუშის!
მოკლედ, მე ჩემი გითხარით და ეხლა თქვენი გადასაწყვეტია, ოღონდ დროზე - ხვალ გვიან იქნება.
ხვალ იყო არჩევნები...
სააკაშვილი უკვე თურქეთშია და იქიდან, თურქ-სელჩუკივით, ჩვენს მიწა-წყალზე შემოჭრას აპირებს. ამიტომ მივმართავ პრემიერ კვირიკაშვილს: თუ თურქეთი მართლაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარია, არ შეიძლება, ვთხოვოთ - სააკაშვილი იქ დააკავონ და ქართულ მხარეს გადმოსცენ?! ერდოღანს ამბოხს რომ უწყობდნენ, ხომ კარგად დაარღვია ევროპული დემოკრატიის, ტოლერანტობის, კოჰაბიტაციის და უდანაშაულობის პრეზუმფციის ყველა პრინციპი და ნახევარი თურქეთი ხომ ჩაყარა ციხეში?! ჰოდა, ახლა საქართველო დგას იმავე საფრთხის წინაშე. თუ თურქეთში გადატრიალებას გიულის გიულენი ამზადებდა, აქ - გიულის მიხეილი გვიმზადებს! სააკაშვილი არის სატანის დროშა - სანამ ის იფრიალებს, სანამ სააკაშიზმის ჭია ქართველ საზოგადოებას შიგნიდან ხრავს, ამ ქვეყანას მშვიდობა არ უწერია! ამიტომ ქართველი ხალხი მოუთმენლად ელის სამშობლოში მის დაბრუნებას, რომ ერთხელ მაინც დააგემოვნებინოს ... დროშის ტარი.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ №36