აქტუალური
„სპეციალისტი სტალონე“, აშშ–ის საელჩოს განცხადება და საქინფორმის ვერსია თარგამაძე– „ვასილიჩის“ ჯიპის აფეთქებასთან დაკავშირებით

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს, - შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

 "საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 საქინფორმი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივების მქონე ტერაქტის ვერსიის განხილვა არასერიოზულია. აფეთქება ძლიერი იყო, თუმცა მიზანმართული, როგორც ფილმში „სპეციალისტი“, სილვესტრ სტალონეთი მთავარ როლში, – იმდენად მიმართული, რომ ნაფლეთებად აქცია ჯიპის უკანა ნაწილი, თუმცა იქ არსებული ბენზინის ბაკი არ აფეთქებულა! თარგამაძე კი, რომლის ზურგსუკანაც შუაზე გაიგლიჯა ავტომანქანა, მეტისმეტად „მამაცად“–მშვიდად გამოიყურებოდა იმისათვის, რომ ეს მისთვის მოულოდნელი ყოფილიყო. ანუ, ეს იყო ორი ცნობილი პოლიტტექნოლოგის – სააკაშვილისა და თარგამაძის, რომელიც ბოლოტნაიაზე „ვასილიჩის“ მეტსახელით იყო ცნობილი, პიარ–ტრიუკი.  მით უმეტეს, რომ ბოლო წლის გამავლობაში საქინფორმი არაერთგზის აფრთხილებდა, რომ განხორციელდებოდა თავდასხმა თვალსაჩინო „ნაციონალზე“, რათა დაადანაშაულონ ხელისუფლება და დაიწყონ ამბოხი სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.

 როგორც ცნობილია, ვასილიჩი, ფულად ანაზღაურების სანაცვლოდ, ამზადებდა მიტინგებს ბოლოტნაიას მოედანზე მოსკოვში. გამორიცხული არ არის, რომ ვასილიჩმა „გადააგდო“ ნავალნი და სხვა რევოლუციონერები დიდ ფულში და მათ თბილისში კილერი გამოგზავნეს მასთან ანგარიშის გასასწორებლად.

 კიდევ, თარგამაძე მსგავს საქმეებს ატრიალებდა ლიტვაში, სადაც ერთი ხანობა ქართულ მართლმსაჯულებას ემალებოდა. 2006 წელს თარგამაძე ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ მილენკევიჩის ლიკვიდაციას ცდილობდა. არსებობს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც „ვასილიჩი“ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ვინმე ალბინასს ესაუბრება. ალბინასი წუწუნებს, რომ მილენკევიჩი ევროპაში მოგზაურობს და პიარს იკეთებს, რაზეც „ვასილიჩი“ პასუხობს: „ტურინში ჩემი და ცხოვრობს, დავურეკავ სიძეს და მოველაპარაკები, რომ მილენკევიჩი მოკლას“...

 ასევე გამორიცხული არ არის, რომ ეს იყო იმ ახალგაზრდის ახლობლების შურისძიება, რომელიც თარგამაძემ, რომელიც იმხანად საცხედრეში მუშაობდა, თავში ბოთლის ჩარტყმით მოკლა. ან იმ მეზობელი 12 წლის ბიჭის ახლობლების შურისძიება, რომელსაც 15 წლის თარგამაძემ სქესობრივი თანაცხოვრება აიძულა...