საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთმა სირიაში საკუთარ სამხედრო-საზღვაო ბაზა თარსუში, სარაკეტო დანადგარი „С-300“ განათავსა. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური რუსეთი ადასტურებს. ამის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი კომპლექსის ამოცანაა, ბაზის საჰაერო სისტემის უსაფრთხოება უზრუნველყოს და, ასევე, თარსუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა და რუსეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ხომალდები დააკავშიროს. მაიორ კონაშენკოვის თქმით, „С-300“ მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვისაა და მას შეტევისათვის არ გამოიყენებენ.
„გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამხელა განგაში, „С-300“-ის განთავსებამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებში“ - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.
კომპლექსს ორი ტიპის რაკეტის გაშვება შეუძლია, აქედან ერთი თვითმფრინავებისა და ფრთიანი რაკეტების, მეორე კი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება.
მეორე მხრივ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერი, ტიმ კუკი დაინტერესებულია, თუ რა არის კომპლექსის განთავსების მიზეზი. მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ან „ალ-ნუსრას ფრონტს არ აქვს თვითმფრინავი. შესაბამისად, ჩნდება კითხვის ნიშანი, რატომ გაუჩნდა რუსეთს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვის სურვილი.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეუქმნის თუ არა ეს კომპლექსი საფრთხეს, აშშ-ისა და მოკავიშრეების საჰაერო სივრცეს, ტიმ კუკი პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ მას რუსები.