უცხოეთი
Washington Post-მა შეიტყო, რომ აშშ სირიის არმიაზე თავდასხმისთვის ემზადება

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. თეთრ სახლში სირიის არმიაზე თავდასხმის სხვადასხვა ვარიანტი მუშავდება -წერს Washington Post-ი. გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სამხედრო დეპარტამენტი, ცენტრალური სადაზვერვო ბიურო და შტაბის მეთაურების გაერთიანებული კომიტეტი ბაარ ასადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლო ვერსიებს ამუშავებდა.

 ამ ზომების მომხრეები ფიქრობენ, რომ სირიის ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ ისინი აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

 გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კერძოდ, საუბარი იყო ფრთიანი რაკეტებით და სხვა შორი მანძილის რადიუსის მოქმედების რაკეტის გამოყენებაზე.