საზოგადოება
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ლაგოდეხის რაიონის მცხოვრებლებს პრობლემები აქვთ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ უსახსრობის გამო მიწების დასამუშავებლად საჭირო საწვავის ყიდვას ვერ ახერხებს; ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს მხოლოდ საპენსიო შემოსავალზეა დამოკიდებული.
სპეციალისტის, გურამ გურგენიშვილის განცხადებით, ოფიციალურად 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნას 30 ლიტრი საწვავი და 20 ლარი სჭირდება, თუმცა აღნიშნული ხარჯები რეალურად გაცილებით მეტია. გურგენიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიწების 60% წელს დაუმუშავებელი დარჩეს.