საზოგადოება
„ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმოამდგენელთა კომიტეტმა, ევროკავშირის 28 წევრის შემადგენლობით, „მწვანე შუქი” აუნთო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას“ – მიროსლავ ლაიჩაკი

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  მიროსლავ ლაიჩაკმა ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამმივიღეთ მანდატი და ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. ჩვენი მიზანია, ფორმალური პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც კი ეს  მოხდება, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამგზავრებას ევროპაში უვიზოდ და იქ 90 დღემდე დარჩენას. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე, ქვეყანა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - აღნიშნა ლაიჩაკმა. 

 "ჩვენს ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. არის პოლიტკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაცია და შეჩერების მექანიზმი ერთდროულად ამოქმედდეს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მივისწრაფით, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.