საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ “ვარდების მოედანზე”, რომელიც შესანიშნავი თბილისელი მეცენატის, მილიონერ მელიქ-აზარიანცის ნაღვლიანი ისტორიის მქონე სახლის უკანაა, სააკაშვილის (სააკიანცის) პარტიამ არანაკლებ ნაღვლიანი შემაჯამებელი წინასაარჩევნო მიტინგი ჩაატარა.
მოსალოდნელი “მილიონი ალისფერი ვარდის” ნაცვლად, მოედანზე მთელი საქართველოდან სამი ათასი ფანატიც კი არ შეიკრიბა - გაცილებით ნაკლები, ვიდრე ამ მოედანზე რეტრო-ავტომობილების ყოველწლიურ გამოფენაზე იკრიბება.
ესენი იყვნენ როგორც მოჰიკანი ნაცები, ისე 10-ლარიანები, უბრალოდ ცნობისმოყვარეები და შემთხვევითი გამვლელები ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილი მოედნის გამო, და რაც მთავარია - თბილისელი მოზარდები, რომლებსაც ნებისმიერი საბაბით თავშეყრა უხარიათ.
ამინდმაც ხელი შეუწყო - ზაფხულივით თბილი თბილისური შემოდგომის დღე იდგა, ამიტომ შავი ზღვის ფონზე ეკრანზე აღმოცენებული სააკაშვილი ტურისტულ აგენტს ჰგავდა, რომელიც ხალხს შვებულების გასატარებლად ოდესის პლაჟებზე ეპატიჟებოდა.
“დღეს, შესაძლოა, მე და თქვენ ზღვა გვაშორებს, მაგრამ ჩემი გული თქვენთან უნისონში ძგერს და წამებს ითვლის ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე!” - თავდავიწყებით ჩმახავდა “ოდესელი” მიშკა, მაგრამ მიტინგზე მხარდამჭერების რაოდენობა მოწმობდა, რომ “ნაცანალური მოძრაობა” - უკვე რეტროა, რომელიც მელიქ-აზარიანცის სახლის უკანა ეზოში იკუნჭება.
უფრო ზუსტად კი - უკანალში...