აქტუალური
„უკრაინიდანაც სთხოვენ მიხეილ სააკაშვილს, რომ როცა არჩევნები დამთავრდება, წავიდეს“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განცხადა.

 „ესენი მართავდნენ ქვეყანას, როდესაც სოდ-, მთელი პოლიცია იყო იარაღი ხალხის დათრგუნვის, როგორი მეთოდებით მართავდნენ, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს. დღეს გაკოტრებულები არიან აბსოლუტურად, არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვთ უცხოეთიდან. ჭორებს თვითონვე ავრცელებენ შეგნებულად. ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, არჩევნებზე  სერიოზული შედეგი მიიღონ, მოგებაზე საუბარი ზედმეტია. 46 კაცი ჰყავდათ, 10 კაცი შეიძლება, შეიყვანონ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 „მე როგორც ვიცი, უკრაინიდანაც სთხოვენ, რომ როცა არჩევნები დამთავრდება, წავიდეს. 4 საქმეა გამოძიებაში, 4 საქმეა სააკაშვილზე. კორცხელიც მათი დადგმული იყო და გოგონებს, ქალბატონს სცემეს, ეს არის მაგათი რესურსი. მე ისევ ვასწრებ გამოძიებას, მაგრამ მათი ხელწერაა და თავს უფლებას ვაძლევ, ვთქვა, რომ ესეც მაგათი გაკეთებული იყო“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.