საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. უმარლესი რადის დეპუტატი რადიკალთა პარტიიდან ანდრეი არტემენკო უკრაინის ევროინტეგრაციის ჩაფლავების შესახებ აცხადებს, ამის შესახებ გამოცემა golos.ua იტყობინება.
„ჩვენ არსად არ გვიღებენ. ჩვენ ვამბობთ, მოდი, შევიდეთ ევროკავშირსა და ნატოში. რის საფუძველზე? ჩვენ რა, დაგვიძახეს? როგორც გიჟებს ისე გვიყურებენ დასავლეთელი დიპლომატები!“ – განაცხადა არტემენკომ (ვიდეო იხ. აქ).
შეთანხმებას ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შესახებ მან პროფანაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინული წარმოების განადგურებას გამოიწვევს. ამასთან, მან მოუწოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან კავშირების აღდგენისკენ.
„ყველა ქვეყანა, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდა, ჩვენი უახლოესი სავაჭრო პარტნიორი უნდა იყოს. აქ არაფერია გამოსაგონი, ველოსიპედი უკვე გამოგონებულია. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს პროდუქციას“, – აღნიშნა დეპუტატმა.