აქტუალური
GFK: “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის მხარდაჭერის რეიტინგებს შორის 2,5%-იანი სხვაობაა

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შეკვეთით კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის რეიტინგებს შორის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ 2,5%-იანი სხვაობაა.

 კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება - 38%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 35.6%, ლეიბორისტული პარტია - 5.9%, თავისუფალი დემოკრატები - 5.8%,სახელმწიფო ხალხისთვის  - 4.1%, პატრიოტთა ალიანსი - 2.8%, დემოკრატიული მოძრაობა - 2.6%, რესპუბლიკური პარტია - 0.7%.

 დედაქალაქში ნაციონალურ მოძრაობას 24,4%-იანი მხარდაჭერა აქვს, ქართულ ოცნებას კი - 23,3%.

 არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK  “რუსთავი 2”-ის დაკვეთით შესრულებული მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

 საქინფორმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევების ადგილობრივი საველე სამუშაოების შემსრულებელი „GFK“ არის კერძო ფირმა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარის – ცნობილი ფალსიფიკატორი ლევან თარხნიშვილის მეუღლეს ეკუთვნის.