აქტუალური
GFK : საარჩევნო ბარიერს ორი პარტია - “ქართული ოცნება” – 25.4% და ენმ – 26% გადალახავს

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შეკვეთით კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საარჩევნო ბარიერს ქართული ოცნებისა და ენმ-ის გარდა ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს.

 კვლევის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეიბორისტულ პარტიას 3.8%-იანი მხარდაჭერა აქვს,”თავისუფალ დემოკრატებს” - 3.6%, “სახელმწიფო ხალხისთვის” - 2.6%, “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 1.5% და “პატრიოტთა ალიანსი” - 1.5%.

 არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK  “რუსთავი 2”-ის დაკვეთით შესრულებული მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

 GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რეიტინგით “ქართულ ოცნებას” გაუსწრო.

 კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემს ხმას ამომრჩეველი, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, შედეგები ასეთია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 26%, “ქართული ოცნება” - 25.4%.

 საქინფორმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევების ადგილობრივი საველე სამუშაოების შემსრულებელი „GFK“ არის კერძო ფირმა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარის – ცნობილი ფალსიფიკატორი ლევან თარხნიშვილის მეუღლეს ეკუთვნის.