საზოგადოება
„რუსთავი 2“-ს და ნიკა გვარამიას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ყალბი შედეგები უკვე გამზადებული აქვთ

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიკა გვარამიას გარემოცვიდან ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და მის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ყალბი შედეგები უკვე გამზადებული აქვთ, რომლებსაც არჩევნების დღეს “რუსთავი 2” გამოაქვეყნებს. როგორც „მარშალპრესს“ აცნობეს, „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის გაყალბებული შედეგები პარტიებზე ამგვარად გადანაწილდება:

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 36 %

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 34%

 ლეიბორისტული პარტია – 7%

 „პაატა ბურჭულაძესახელმწიფო ხალხისთვის“ – 6%

 „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%

 ნიკა გვარამიას გეგმის მიხედვით, არჩევნების დღის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები პირდაპირ საეთერო ჩართვებს განახორციელებენ რეგიონებიდან, მოსახლეობის ფონზე, რომელიც წინასწარ დაკომპლექტებული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებით. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში გაჟღერდება ე.წ. უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტი.

 გამოქვეყნებული რეალური ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერდება, რომ შედეგები გაყალბებულია. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გამართავს საგანგებო ბრიფინგს, სადაც მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. გეგმის მიხედვით, მოწოდების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასწარ მომზადებული  აქტივისტები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ და სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას შეეცდებიან.