საზოგადოება
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს!” - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

 „ნაციონალური მოძრაობისაქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს. მათ შორის ახალგაზრ გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში  გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნაცმოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, თენგიზ გუნავამ აღნიშნული ინციდენტისშეფუთვა სცადეს.

 ვაფრთხილებთნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.

 ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ.

 მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი“.