სამართალი
სენაკში ია მეტრეველმა სანდრა რულოვსის დაქირავებული „სხადნიაკი“ ჩაშალა! (ვიდეო)

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სენაკში ია მეტრეველსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორრობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც მასთან ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მივიდა და განუცხადა, რომ მას არასოდეს გამოუხატავს სინანული შვილმკვდარი დედების მიმართ (ვიდეო იხ. აქ).

 „სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილდახვრეტილმა დედებმა გადავწყვიტეთ, რომ სანდრასთვის კითხვები დაგვესვა. ძალიან გამაღიზიანა მისმა ფრაზამ, რომ მან ჩახედა მიშას თვალებში და, თურმე, აღარ მოკლავენ, აღარ გააუპატიურებენ კაცებს ჩვენს ქვეყანაში, თურმე, აღარ იქნება ძალადობა. მინდოდა, მეკითხა მისთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?", - განაცხადა ია მეტრეველმა.

 "ყელამდე სისხლში ხართ გასვრილი, იგივე თანამონაწილე ხართ. დამთავრდა "ნაციონალების" დრო, დამთავრდა თქვენი მკვლელობების და გაუპატიურების დრო", - მიმართა ია მეტრეველმა სანდრა რულოვსს.

 "მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლში ვდგავარ... არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს, როცა მიშა იყო და ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მაგრამ ეს დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის“, - ასე უპასუხა სანდრა რულოვსმა ია მეტრეველის ბრალდებას.