უცხოეთი
ლავროვი „ბოინგის“ გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. კითხვაზე, აპირებს თუ არა მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების გამო რუსეთი ბოდიშის მოხდას, სერგეი ლავროვმა კითხვითვე უპასუხა:

 „ბოდიში მოვიხადოთ? რის გამო?“ BBC-ის წამყვან სტივენ საკურისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პირველმა დიპლომატმა ბრალდება კატეგორიულად უარყო. „გამოძიებამ გამოაქვეყნა ასობით გვარი, რომლებიც ბოინგ 777-ის საქმეში ფიგურირებენ, მაგრამ მათ ჯერ ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ აქვთ. ჩვენ მათ ინციდენტის გამოციების დეტალები მივაწოდეთ, თუმცა არანაირი რეაგირება მათი მხრიდან არ ყოფილა,“-აღნიშნა ლავროვმა.

 მალაიზიური თვითმფრინავი დონბასში 2014 წლის ივლისში ჩამოაგდეს. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, თვითმფრინავს ბუკის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ესროლეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შეიტანეს.