სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ლ.. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სახის არეში მსუბუქად დაჭრა ო.., ხოლო გულმკერდის არეში - ა.., რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.