აქტუალური
„პაატა ბურჭულაძესავით, ამხელა იუმორი პოლიტიკაში, მე მგონი, არავის შემოუტანია“ - ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ, გინესის წიგნის წევრები გვყავს,  რამდენიც გნებავთ. მარგველაშვილი გინესის წიგნში შევიდა, რომ მოვიდა თუ არა, მეორე დღესვე საკუთარ გუნდს, ვინც მოიყვანა, დაუპირისპირდა.  ბურჭულაძემაც, მე მგონი, მაგარი რეკორდები დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში, მე მგონი, არავის არ შემოუტანია. ესე მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს,როგორც მან მოახერხა, ეს იშვიათია. სერიოზულად მაგის გამონათქვამებს ვერ ვუპასუხებ. მხოლოდ ღიმილით. საოცრებებს ახერხებს ყოველდღე. ანედოტები ძალიან ბევრი დადის, ბოლო ანეკდოტი ასეთია, რომ პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიუროო, მიდიან, წრეს დაარტყამენ, გამოდიან“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 „მე გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადოებაში და ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილს ეკამათონ, რეალურად  ნათელაშვილთან ახლოს ცურაობენ, მაინცდამაინც ივანიშვილზე უნდათ,  სწორება გააკეთონ და ცდილობენ ჩემს დებატებში ჩათრევას და ამით უნდათ, რომ იმიჯი გაიუმჯობესონ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.