საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. რომის პაპის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ შემდეგი განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით, 2016 წლის 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრა მისი უწმინდესობა რომის პაპი ფრანცისკე პირველი თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს მართლამიდებებლი ეკლესიის საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები. შევნიშნავთ იმასაც, რომ პაპის მიერ კათოლიკეებისათვის ჩატარებული მესა არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ", - აღნიშნულია განცხადებაში.