შესაძლოა Facebook - ი დაიხუროს. გამოცემა "ვიქლი უორლდ ნიუსი" სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. მომხმარებელმა სოციალური ქსელით სარგებლობა, შესაძლოა, მხოლოდ მარტის შუა რიცხვებამდე შეძლოს, რის მერეც Facebook-ი დაიხურება.
ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ Facebook-ის ოფისში, სამაგიეროდ, დასტურდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსელის აქციები 2012 წლის აპრილში საერთაშორისო ბირჟებზე გადის. ამ დროისთვის მმართველ კორპორაციას 500 აუქციონერი ჰყავს, ის 50 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.
"არ ვფიქრობ, რომ ეს გრანდიოზული ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ეს უკეთესიც კი იქნება, Facebook-ის დახურვის შემდეგ ხალხი იძულებული იქნება, გარეთ გამოვიდეს და მეგობრები რეალურად შეიძინოს., ეს კი ყოველთვის კარგია", - გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ასე ახსნა ცუკერბერგმა თავისი გადაწყვეტილება.
ბლოგერის ინფორმაციით, ცუკერბერგი მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მომხმარებელთა და ფინანსიტთა უკმაყოფილების მიუხედავად, არ აპირებს.