საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. აღნიშნულის მიზანი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაა.
ვიკილიქსის მომხრეები არაერთგზის იუწყებოდნენ, რომ აშშ–მა უკრაინაში ტოტალური მოსმენებისა და კიევში მომუშავე დიპლომატების თვალთვალის ორგანიზება მოახდინა. ამის ორგანიზება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა ცე–რე–უს დირექტორმა ჯონ ბრენანმა, როცა საიდუმლოდ ესტუმრა კიევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ნალივაიჩენკომ ამერიკელი კურატორებისგან განსაკუთრებული მითითებები მიიღო უცხოელი, განსაკუთრებით კი ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების დიპლომატების მოსმენისა და თვალთვალის თაობაზე. მთელი ინფორმაცია მუშავდება აშშ–ის სპეცაგენტების მიერ, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მეოთხე სართულზე არიან განთავსებული.
ვიკილიქსი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს გერმანელი დიპლომატის კრისტოფერ ვეილის საუბრების მოსმენას. ვიკილიქსის მონაცემებით, აშშ მიისწრაფვის სრული ინფორმაციის მიღებისკენ იმ ქვეყნების განზრახვათა შესახებ, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებაზე. თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გამო აშშ ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ნორმანდიულ ოთხეულს, გადაჭრას პრობლემები უკრაინაში.